მარტში მსოფლიოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვის მოცულობა წლიური თვალსაზრისით 7,7%-ით შემცირდა. ამის შესახებ მონაცემებს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ავრცელებს.
ირკვევა, რომ მიმდინარე კლება უფრო სუსტი იყო ვიდრე თებერვალში, როდესაც გადაზიდვების 9.4%-იანი, ხოლო იანვარში 16.8%-იანი კლება დაფიქსირდა.
2019 წლის მარტთან შედარებით მაჩვენებელი 8.1%-ით შემცირდა. ამასთან, საერთაშორისო საჰაერო სატვირთო გადაზიდვის მოცულობა 2019 წლის მარტთან შედარებით 9%-ით, ხოლო გასული წლის მარტთან შედარებით 8,1%-ით შემცირდა.
საჰაერო ტვირთების ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაში (-9,4%), ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, კლებამ შესაბამისად 7,8% და 7,3% შეადგინა. აფრიკაში მაჩვენებელი 6,2%-ით შემცირდა, ხოლო ახლო აღმოსავლეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში – შესაბამისად 5,5%-ით და 5,3%-ით.