Boeing-ის პროგნოზით, 2043 წლისთვის გლობალური მოთხოვნა 44000-ზე ნაკლები კომერციული თვითმფრინავი იქნება.
მომდევნო 20 წლის განმავლობაში ვიწრო ფუჟელაჟის მქონე თვითმფრინავები, სავარაუდოდ, მიწოდების 76%-ი იქნება, ხოლო ფართო ფუჟელაჟის მქონე თვითმფრინავების გლობალური ფლოტი სავარაუდოდ გაორმაგდება.
თუმცა, Boeing-ში აღნიშნავს, რომ გლობალური კომერციული ფლოტის პროგნოზირებული წლიური ზრდა 3.2%-ით ჩამორჩება საჰაერო მიმოსვლის ზრდას „რადგან ავიაკომპანიები აგრძელებენ პროდუქტიულობის გაუმჯობესებას დატვირთვის ფაქტორებისა და ფრენის საათების გაზრდით“.
პროგნოზირებულია, რომ საჰაერო სამგზავრო გადაზიდვები, მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, წელიწადში საშუალოდ 4,7%-ით გაიზრდება.
გლობალური მარშრუტების რაოდენობა, რომლებსაც კომერციული ავიაკომპანიები ემსახურებიან 2019 წლის დონეს უკვე დაუბრუნდა, თუმცა ამ მარშრუტების 20% ავიაციისთვის ახალია, რაც „ასახავს მის ადაპტირებას“.
მომდევნო 20 წლის განმავლობაში თვითმფრინავების მიწოდების ყველაზე დიდი წილი ევრაზიაზეიქნება (მთლიანი 22%), შემდეგ მოდის ჩრდილოეთ ამერიკა (20%) და ჩინეთი (20%).
Boeing ხაზს უსვამს, რომ თვითმფრინავების დაახლოებით ნახევარი ჩაანაცვლებს ძველ თვითმფრინავებს და ეს იქნება უფრო საწვავით ეფექტური მოდელები.