ანალიტიკური კომპანია Cirium-ის ახალი ანგარიშის თანახმად, გლობალური ავიაკომპანიების მგზავრთა ტრაფიკმა 2019 წლის დონეს შესაძლოა წლის ბოლომდე გადააჭარბოს.
უფრო მეტიც, RPK-ის (შემოსავალი სამგზავრო კილომეტრებში) დაბრუნება იმ ინდიკატორზე, რომელიც არსებობდა Covid-მდე, შესაძლოა მოხდეს სექტემბრის დასაწყისში. ამაზე მიუთითებს მარტის მონაცემები, თქვა Ascend by Cirium-ის გლობალური საკონსულტაციო განყოფილების ხელმძღვანელმა რობ მორისმა.
წინა პროგნოზების თანახმად, სამგზავრო ტრაფიკის აღდგენა უნდა მოხდეს არა უადრეს 2024 წელს, მაგრამ Cirium აღნიშნავს, რომ ტრაფიკი სასურველ მაჩვენებლებს უფრო სწრაფად უბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი და ჩინეთი სხვა რეგიონებს ჩამორჩებიან.
ოფიციალური პროგნოზების თანახმად კი მოსალოდნელია, რომ 2023 წელს მთლიანი მგზავრთნაკადი 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 6%-ით დაბალი იქნება, ხოლო 2024 წელს კი 8%-ით გადააჭარბებს კოვიდამდელ მაჩვენებლებს.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) ახლახან გამოაცხადა, რომ გლობალურმა ტრაფიკმა მიაღწია 2019 წლის მარტის მაჩვენებლის 88%-ს, შიდა ტრაფიკი ახლა ახლოსაა კოვიდამდელ დონესთან (98.9%).
აპრილის სქემებმა აჩვენა, რომ აზია-წყნარი ოკეანე და შიდა ინდონეზია ერთადერთი ბაზრებია, სადაც გამტარუნარიანობა 15%-ზე მეტად დაბალია, ვიდრე 2019 წლის იმავე თვეში. საერთაშორისო პოტენციალის თვალსაზრისით ყველაზე სუსტი ჩინეთი იყო, სადაც ეს მაჩვენებელი საშუალოდ 68%-ს შეადგენდა კოვიდამდელ დონეებთან შედარებით. შეგახსენებთ, რომ ქვეყანამ საზღვრები უცხოელი ტურისტებისთვის მხოლოდ 2023 წლის იანვარში გახსნა.