წელს, გლობალური ავიაცია მოელის, რომ განახორციელოს თითქმის 5 მილიარდი დაგეგმილი რეისი და გამოიმუშაოს თითქმის $1 ტრილიონი შემოსავალი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თავად ინდუსტრიის ისტორიაში. ეს არის ანალიტიკური სერვისის AltIndex-ის მონაცემები.
ექსპერტები განმარტავენ, რომ მიუხედავად პანდემიის დროს გლობალური სამგზავრო ტრაფიკის კატასტროფული, 60%-ით და შემოსავლების 70%-ით შემცირებისა, დღეს საჰაერო მგზავრობაზე მოთხოვნამ “ახალ სიმაღლეებს მიაღწია”,
IATA-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში მთლიანი ტრაფიკი 2019 წლის დონის იდენტური იყო და ოდნავ გადააჭარბა კიდეც. მას შემდეგ ზრდა გაგრძელდა. პროგნოზირებულია, რომ საჰაერო მგზავრების საერთო რაოდენობა 2024 წლის ბოლოსთვის თითქმის 5 მილიარდს მიაღწევს, ანუ იქნება 400 მილიონით მეტი ვიდრე Covid-19-მდე. გლობალური ავიაკომპანიის შემოსავალმა შეიძლება $1 ტრილიონს მიაღწიოს, რაც $158 მილიარდით მეტია 2019 წელს დაფიქსირებულ შემოსავლებთან შედარებით.
ასევე მოსალოდნელია, რომ რეგიონების უმეტესობა გადააჭარბებს 2019 წლის პანდემიამდელ დონეს. ამრიგად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მოგზაურთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 17%-ით გაიზრდება, ტურისტული ნაკადის ლიდერები ჩინეთი და ინდოეთი გახდებიან. ევროპაში მგზავრთა რაოდენობა 11%-ით გაიზრდება, ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში წლიური ზრდა, შესაბამისად, 9%, 8% და 7% იქნება.
IATA ელოდება, რომ გლობალური ავიაკომპანიების მგზავრთა რაოდენობა, მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, ყოველწლიურად 3.8%-ით გაიზრდება, რაც 4 მილიარდზე მეტ ახალ მოგზაურს „შექმნის“. ანალიტიკოსების აზრით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ლიდერობს რეგიონებს შორის: 5,3%-იანი საშუალო წლიური ზრდით და 2043 წლისთვის 2,7 მილიარდზე მეტი ახალი მგზავრით. მშპ-ს მოსალოდნელი ზრდა მომდევნო 20 წლის განმავლობაში რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე 65%-ით გაზრდის მოგზაურობის რაოდენობას.