გლობალური ავიაკომპანიების აქციების ღირებულება ავიაბილეთის დაბალი ფასების მოლოდინების ფონზე იზრდება.

დეკემბრის ბოლო და იანვრის პირველ დღეებში ნავთობის ძირითადი ბრენდების (Brent და WTI) ფასი რამდენიმე პროცენტით შემცირდა, რამაც ავიაბილეთებზე მოთხოვნის ზრდის მოლოდინი (საწვავის იაფი გამო) გააჩინა.

შედეგად, ბოლო დღეებში, რამდენიმე პროცენტით გაიზარდა როგორც ამერიკული (American Airlines, Delta Airlines, Southwest Airlines და დაახლოებით ათეული სხვა ავიაკომპანია) ისე ევროპული (კერძოდ, Ryanair და Air France-KLM) ავიაკომპანიების აქციების ფასი.