გლობალურ ავიაციაში მაისში ზრდის დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა. ICAO-ს საავიაციო სექტორის 2019 წლის ივლისის ანგარიშის მიხედვით, მგზავრთნაკადის წლიურმა ზრდამ მაისში 4,5% შეადგინა და მიუხედავად იმისა, რომ მაჩვენებელი აპრილთან 0,2%-ული პუნქტით არის გაუმჯობესებული ბოლო 5 წელში მაინც ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მონაცემია.
ანგარიშში მითითებულია, რომ ზრდა შემცირებულია როგორც ევროპაში, ასევე შუა აღმოსავლეთში, რაც რეგიონში ავიაბიზნესში არსებული ცვლილებების შედეგია. პირველ ადგილზე შიდა გადაყვანების მაჩვენებელით რუსეთია, მას მოსდევს ჩინეთი და იაპონია.
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მგზავრთნაკადი გაზრდილია 4,3%-ით და ეს მაჩვენებელი აპრილთან შედარებით 0,8%-ით არის გაუარესებული. ზრდაა ლათინოამერიკა/კარიბებზე, აზია/წყნარი ოკეანესა და აფრიკაში, ყველაზე დიდი შემცირება აჩვენა ევროპამ, მას მოსდევს შუა აღმოსავლეთი, რომელიც რეგიონში ყველაზე ნელა იზრდება.
ავიაკომპანიების განრიგის მიხედვით, დატვირთვის მაჩვენებელი მაისში წლიურად 2,7%-ით გაიზარდა, თუმცა აპრილთან შედარებით 0.9%-ით ნაკლები იყო. ივნისში მოსალოდნელია 3,5%-იანი ზრდა.
რაც შეეხება საავიაციო სატვირთო ტრაფიკს, რომელიც 2018 წლის ბოლოდან უარესდება (მარტში მოკლევადიანი ზრდა გამონაკლისი იყო), მაისში 3,4%-ით შემცირდა, ეს 1,3%-იანი გაუმჯობსებაა აპრილთან შედარებით. ტენდენცია ნეგატიურია ყველა რეგიონში. საავიაციო სატვირთო ტრაფიკის გაუარესება გლობალურ სავაჭრო ტენდენციებს უკავშირდება. ყველაზე მაღალი ვარდნა შუა აღმოშავლეთსა და აზია/წყნარი ოკეანის რეგიონში დაფისირდა, რომელზეც მსოფლიო საჰაერო ტვირთების მოცულობის თითქმის ნახევარი მოდის.