რიდლი სკოტის ფილმი გლადიატორი 2-ის ნუსხავს მსოფლიო აუდიტორიას თავისი სანახაობრივი ბრძოლის სცენებით. გლადიატორები, ხმლები და ბრძოლა – როგორ არ უნდა ისიამოვნოთ მისი ყურებით? მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო ფაქტორი: იცოდით, რომ ანატოლია ოდესღაც პოპულარული ადგილი იყო გლადიატორთა შეჯიბრებებისთვის, როგორც ეს ფილმშია ასახული? ანუ, რომაულ პერიოდში ანატოლია მნიშვნელოვანი ადგილი იყო „გლადიატორული კულტურის“ გავრცელებაში.

დღეს თურქეთი გარშემორტყმულია უძველესი ქალაქებით, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ გლადიატორების კვალს ანატოლიის რეგიონში. მას შემდეგ, რაც 2024 წელი გამოცხადდა “თურქული არქეოლოგიის ოქროს ხანად”, მიმდინარე გათხრების მეშვეობით გლადიატორთა შესახებ უამრავი ინფორმაცია გამოვლინდა. მაშ, რატომ არ უნდა ეწვიოთ თურქეთს, სადაც საოცარი ისტორიული თავგადასავლები გელოდებათ?

ეფესო

ეფესო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი ანატოლიაში, რომელმაც პირველად უმასპინძლა გლადიატორთა შეჯიბრებებს. იგი ძველად რომაული აზიის დედაქალაქი იყო. გლადიატორების კვალი დღეს ჩანს უძველეს თეატრსა და სტადიონის ნანგრევებში, რომლებიც იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლებად არის აღიარებული. სწორედ ეს იყო ადგილი, სადაც საუკუნეების წინ იმართებოდა ეს შეჯიბრებები. აღსანიშნავია იზმირის ეფესოს მუზეუმი, სადაც განთავსებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა მაგალითად, ლამფები, ასევე აქ ნახავთ საფლავის ქვებს გლადიატორთა გამოსახულებით. ამასთან, ხაზი უნდა გავუსვათ ეფესოს მუზეუმსაც, რომელსაც ყოველ წელს უამრავი ტურისტი სტუმრობს. კარგი სიახლეა ისიც, რომ ზაფხულში მუზეუმის სპეციალური პროექტების დამსახურებით, ვიზიტორებს შუძლიათ შუაღამემდე, სპეციალური განათებების ქვეშ მოინახულონ მუზეუმები.

იერაპოლისი – ადგილი, სადაც გლადიატორთა წესები იყო დადგენილი

იერაპოლისი არაამქვეყნიური სილამაზის უჩვეულო თერმული წყლების ბუნებრივი საცავია, რომელიც დიდი ხანია ნუსხავს ხალხს. იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. აღსანიშნავია მის მიმდებარედ არსებული ფამუქქალე დენიზლიში, რომელიც „ბამბის ციხესიმაგრის” სახელით არის ცნობილი. იგი არის ბუნებრივი წარმონაქმნი, რომელიც ცნობილია თავისი სამკურნალო თერმული წყლებით. აღსანიშნავია, რომ იერაპოლისის მუზეუმში ნახავთ წარწერებს, რომლებიც მტკიცებულებებია იმისა, რომ ადრე აქ ნამდვილად იმართებოდა მასშტაბური გლადიატორთა შეჯიბრებები.

სტრატონიკეია – ადგილი, სადაც გლადიატორებს წვრთნიდნენ

მუღლას უძველესი ქალაქ სტრატონიკეია იყო ადგილი, სადაც გლადიატორებს წვრთნიდნენ საბრძოლველად და დემონსტრაციებს ატარებდნენ. ამისათვის აქ საუკუნეების წინ აშენდა სპეციალური გიმნაზიაც. შესაბამისად, სტრატონიკეია ცნობილია, როგორც „გლადიატორთა ქალაქი“. ქალაქში, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მარმარილოს ქალაქად, არსებობს გლადიატორთა საფლავებიც. ისინი ბოლო პერიოდში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს.

აფროდისიასი – ადგილი, სადაც ბრბო ამხნევებდა გლადიატორებს

უძველესი ქალაქი აფროდისიასი, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული, მდებარეობს აიდინში. ცნობილია ქალაქის სტადიონი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული რომაული სტადიონია. ეს მასიური ნაგებობა, რომელიც 30000-მდე მაყურებელს იტევდა, იყო გლადიატორთა ამაღელვებელი შეჯიბრებების ადგილი. ქვის სავარძლების რიგებში გასეირნებისას თქვენ თითქმის გაიგებთ გულშემატკივართა ექოს და იგრძნობთ უდიდეს ადრენალინს. აქვე შემორჩენილია გვირაბები, საიდანაც გლადიატორები შედიოდნენ და გამოდიოდნენ არენაზე.

კიბირა

კიბირა იყო რომაული ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი და ამავე დროს, გლადიატორთა ბრძოლის ქალაქი. აქაც არის სტადიონი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, მასპინძლობდა გლადიატორთა ეპიკურ შეჯიბრებებს. ამით კიბირას ებოძა ტიტული „გლადიატორების ქალაქი“, როგორც ეს მოხდა ქალაქ სტრატონიკეიას შეთხვევაში. გარდა ამისა, ვიზიტორებს შეუძლიათ იხილონ მონუმენტური შადრევანი, რომელშიც მასშტაბური რესტავრაციის შემდეგ კვლავ დაიწყო წყლის დინება.