“პირდაპირი ფრენები არის ყველაზე ეფექტური და სწრაფი ინსტრუმენტი, იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში, ფრენების სუბსიდირებას რუსეთიდან, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლბთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ფრენების სუბსიდირების ნაწილში მიმართულებები იყო ძირითადად ქუთაისის აეროპორტიდან და დღეს დაახლოებით 50 წერტილია, სადაც პირდაპირი ფრენები ხორციელდება. „ფრენების სუბსიდირების ნაწილში მიმართულებები იყო ძირითადად ქუთაისის აეროპორტიდან. დღეს ჩვენ დაახლოებით 50 წერტილი გვაქვს, სადაც პირდაპირი ფრენებია. პირდაპირი ფრენები არის ყველაზე ეფექტური და სწრაფი ინსტრუმენტი, იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში. ამ ინსტრუმენტს ჩვენ რა თქმა უნდა შემდგომში გამოვიყენებთ შემდგომში. ეს სუბსიდირების ფორმები უნდა იყოს კომერციულად უფრო საინტერესო ქვეყნისთვის და მისაღები ტურიზმის განვითარებისთვის, თუმცა ეს ის ინსტრუმენტია, რომელიც კარგად მუშაობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.