საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და Atlasglobal-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
16 ივლისს, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, თურქული ავიაკომპანია Atlasglobal-ი საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნდა. ავიაკომპანია თბილისი-სტამბული-თბილისის მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ ასრულებს, ხოლო ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან ფრენების ყოველდღიურად განხორციელდებას გეგმავს. Atlasglobal-ი თბილისიდან სტამბულის გავლით ტრანზიტულ რეისებს ასევე, ლონდონის, დიუსელდორფის, ამსტერდამის, პარიზისა და ბელგრადისა მიმართულებით ასრულებს. ქართულ ბაზარზე Atlasglobal-ის გაყიდვების ოფიციალური წარმომადგენელი APG Georgia-ა.
დღესვე, 20:00 საათზე სასტუმროში Radisson BLU Iveria Atlasglobal-ი თბილისში არსებული სააგენტოებისთვის, ავიაციისა და ტურისტულ სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნების აღსანიშნავად საზეიმო მიღებას გამართავს.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვა Skytrax-ის 4*-ის მფლობელი ავიაკომპანია Atlasglobal-ის კომერიცული დირექტორი ნევზატ არსანი.