უკრაინულმა ავიაკომპანია YanAir Airlines-მა, რომელიც რეისებს მხოლოდ უკრაინასა და საქართველოს შორის ახორციელებს, მგზავრებს ახალი სერვისი შესთავაზა. როგორც ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ნებისმერ მსურველს შესაძლებლობა ეძლევა სასურველ ადამიანს YanAir Airlines-ის რეისებზე 10 000 მეტრის სიმაღლეზე დაბადების დღე მიულოცოს, ხელი სთხოვოს, ან თუნდაც დამდეგი შობა-ახალი წლის მიულოცოს.
ამისათვის კი YanAir Airlines-ს საიტზე, სპეციალურ ოფციაში შეკვეთის გაკეთებაა საჭირო და ბორტზე მყოფ ნებისმიერ მგზავრს ბორგამყოლი ულამაზეს სადღესასწაულო ტორტს მიართმევს, რომელსაც ჟოლოს მუსი ამშვენებს.
აღნიშნული სერვისით სარგებლობა მსურველს 12 დოლარი დაუჯდება.
სერვისის “გილოცავთ ბორტზე” სარგებლობისათვის მოთხოვნა უნდა გაგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე tickets@yanair.com.ua, რომელშიც მიათითებთ სახელსა და გვარს. ელ.ფოსტის მისამართს, ფრენის თარიღს, რეისის ნომერს და ასევე კომენტარში დაწერთ რა გსურთ.