სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) ს ყაზახეთში აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის (AZAL) საჰაერო ხომალდის კატასტროფის გამო, აზერბაიჯანელ ხალხს, ტრაგედიის შედეგად დაღუპული მგზავების ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2024 წლის 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუს საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მომხდარი საავიაციო შემთხვევის გამო, რომელსაც აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი საჰაერო ხომალდის Embraer ERJ-190AR მგზავრები და ეკიპაჟის წევრები ემსხვერპლა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თანაგრძნობას უცხადებს აზერბაიჯანელ ხალხს, ტრაგედიის შედეგად დაღუპულ მგზავრთა ოჯახებსა და ახლობლებს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და აზერბაიჯანის ავიახაზებს. საავიაციო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს ვუსურვებთ მხნეობას და მალე გამოჯანმრთელებას“, – აღნიშნულია GCAA-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი Embraer-190 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. კასპიის ზღვაზე ის რადარებიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეო გავრცელდა.

სავარაუდოდ, ავიაკატასტროფის მიზეზი ფრინველებთან თვითმფრინავის შეჯახება გახდა.