ლიეტუვური ავიაკომპანია Getjet ვილნიუსიდან და ტალინიდან ბათუმის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია Getjet-ის მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, რეისები ვილნიუსსა ბათუმს შორის 1 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო ტალინსა და ბათუმს შორის 15 აგვისტოდან 29 აგვისტომდე ყოველ ორშაბათს შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 25 ივლისს მიანიჭა.