ლიეტუვური ავიაკომპანია GetJet Airlines-ი მიმდინარე ტურისტულ სეზონზე საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს. ავიაკომპანია ვილნიუსი-ბათუმი-ტალინის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 15 აგვისტოდან შეუდგება. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, გაწერილი განრიგის მიხედვით GetJet Airlines-ი აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს 29 სექტემბრამდე განახორციელებს. ავიაკომპანიის თვითმფრინავი მგზავრების ტრანსპორტირებას ჯერ ვილნიუსი-ბათუმის მიმართულებაზე განახორციელებს, ხოლო შემდგომ ბათუმი-ტალინის მიმართულებაზე.
აღსანიშნავია, რომ GetJet Airlines-ი საქართველოს ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა და ვილნიუსს და ბათუმს შორის რამდენიმე ჩარტერული რეისი განახორციელა.
GetJet Airlines არის ლიეტუვის ჩარტერული ავიაკომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ჩარტერულ ფრენებზე და ასევე თვითმფრინავების ლიზინგით გაცემაზე. GetJet Airlines-ის თვითმფრინავები ასევე დაფრინავენ საერთაშორისო ავიაკომპანიების სახელით, მათ შორის LOT Polish Airlines, Finnair, TUIfly, Air Malta, Tunisair და სხვა.