გერმანული ავიაკომპანია Germania-მ გაკოტრების შესახებ განაცხადა. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ვერ მოხერხდა ლიკვიდურობის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შესაბამისი ფინანსების მოძიება და ამ ფონზე კომპანია იძულებული გახდა შესაბამისი უწყებებისათვის მიემართა, რათა მათ Germania-მ გაკოტრებულად სცნონ.

ავიაკომპანია Germania 1986 წელს შეიქმნა. ავიაკომპანიის შტაბ-ბინა ბერლინში მდებარეობს და ის რეისებს 60-ზე მეტი მიმართულებით ასრულებდა.

Germania-ს ავიაფლოტი, მის შვილობილ Germania Flug AG-თან და Bulgarian Eagle-თან ერთად 37 თვითმფრინავს აერთიანებს.

ავიაკომპანიამ ყველა რეისი უკვე გააუქმა.