გერმანიის შეიარაღებული ძალები დაჭრილი უკრაინელების გერმანიაში გადასაყვანად რეისის ორგანიზებას ახდენს.

გერმანიის საჰაერო ძალების Airbus A310 MedEvac თვითმფრინავი კიოლნიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, ჟესოვში ჩაფრინდება და იქიდან ბავშვებს და მოზარდებს გერმანიაში სამკურნალოდ გადაიყვანს.