გერმანიის გაერთიანებულ აეროპორტებში – ADV – აცხადებენ, რომ მგზავრთნაკადი ისტორიულ მინიმუმზეა დასული.

30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით გერმანიის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 97 693 მგზავრი შეადგინა, ანუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 98%-ით შემცირდა

“ავიაკომპანიების დიდმა ნაწილმა ფრენები საერთოდ შეაჩერეს”, აცხადებენ ADV-ში. გაერთიანებაში ამბობენ, რომ გერმანიის აეროპორტები ფინანსური კატასტროფის ზღვარზე არიან, შემცირებულია მგზავრთნაკადი და შესაბამისად შემოსავლები.

იმისათვის, რომ აეროპორტებმა ფუნქციონირება და სამომავლოდ მგზავრთა მომსახურება შეძლონ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აუცილებელი იქნება, – მიიჩნევენ ADV-ში.