გერმანიის აეროპორტები თურქეთის 2000 მოქალაქეს დაასაქმებს. ქვეყნის შრომის სამინისტროს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, გერმანიის საავიაციო ინდუსტრიას შესაძლებლობა ექნება თურქეთიდან აეროპორტებში სამუშაოდ დროებითი პერსონალი მოიზიდოს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მგზავრების შემოწმების ოფიცრები და სახმელეთო მომსახურების აგენტები, წერს Ukr Today.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში კრიტიკული ვითარებაა – მგზავრები გრძელ რიგებში დგანან როგორც შემოწმების დროს, ასევე საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე.

ანალოგიური სურათია გერმანიის სხვა აეროპორტებშიც და თუ არაფერი გაკეთდა, სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება.

ევროპაში მთელი საავიაციო ინდუსტრია ინტენსიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მიზეზი საჰაერო მოგზაურობებზე მოთხოვნის მოულოდნელად სწრაფი აღდგენაა. ავიაკომპანიებმა და მთავრობებმა “მომენტი გამოტოვეს”. მას შემდეგ, რაც ინდუსტრიამ პანდემიის დროს პერსონალი შეამცირა, ახლა სასწრაფოდ ცდილობს თანამშრომლების დაბრუნებას.

მსგავსი პრობლემები შეექმნათ მგზავრებს ნიდერლანდებში, დანიაში, შვედეთში და დიდ ბრიტანეთში.

ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრს სთხოვეს დროებით შემსუბუქდეს იმიგრაციის წესები Brexit-ის შემდეგ, რათა ევროპაში კვალიფიციური მუშაკები მოიზიდონ. სხვათა შორის, მთავრობამ ეს წინადადება უკვე უარყო და არსებული პრობლემები დარგის ლიდერების გეგმის შეუძლებლობას დააბრალა.