16 სექტემბრიდან გერმანია სახმელეთო საზღვრებზე დროებით სასაზღვრო კონტროლს ახორციელებს. იგი ძალაში იქნება ექვსი თვის განმავლობაში.
კონტროლი დაბრუნდება საფრანგეთის, ბელგიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების და დანიის საგუშაგოებზე. ავსტრიის, შვეიცარიის, პოლონეთისა და ჩეხეთის საზღვრებზე შემოწმებები 2023 წლის ოქტომბრიდან ტარდება.
კონტროლი შემოღებულია უსაფრთხოების საკითხების ფონზე, ასევე მიგრაციის პოლიტიკაში ცვლილებების გამო.
„სანამ არ შეიქმნება ახალი ერთობლივი ევროპული თავშესაფრის სისტემა და არ მიიღება დამატებითი ზომები ევროკავშირის გარე საზღვრების უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ჩვენ ვალდებული ვართ გავაძლიეროთ კონტროლი ჩვენს ეროვნულ საზღვრებზე“, – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფედერმა.