30 წლის ქალი ბერლინიდან – მიშელ კებკე თხოვდება. აქ გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა მისი “საქმროს” ვინაობა. ქალი თვითმფრინავზე აპირებს დაქორწინებას.
მიშელის ცხოვრებაში ეს ღირსშესანიშნავი დღე, ანუ ქორწილი 18 მარტს იქნება, რითაც ქალი თვითმფრინავთან 6 წლიან ურთიერთობას ურთიერთობას დააკანონებს.
როგორც The Sun-ი წერს, მიშელს ობიექტიოფილია სჭირს და ახასიათებს რომანტიკული მიზიდულობა არადინამიური ობიექტების მიმართ.

გერმანელი ქალი Boeing 737-800-ზეა შეყვარებული. ქალს 40 ტონიან თვითმფრინავთან მუდმივად ყოფნა არ შეუძლია და ამიტომაც მისი მასშტაბური მოდელი იყიდა. სწორედ Boeing 737-800-ის მაკეტთან ერთად იძინებს და საუზმობს. უფრო მეტიც მიშელი მასთან ერთად საინტერესო ფილმებსაც კი უყურებს.

ქალის ბინაში იპოვით ასევე შეყვარებულის სათადარიგო ნაწილებსაც.
აღსანიშნავია, რომ მიშელი თავის სიყვარულს პირველად 2014 წელს ბერლინის თეგელის აეროპორტში შეხვდა. ქალს თვითმფრინავი დანახვისთანავე შეუყვარდა და 6 წლის განმავლობაში მის სანახავად ხშირად დადიოდა.
ის Boeing 737-800-თან სრულფასოვან პაემანზე 2019 წლის სექტემბერში იყო. მიშელმა მოახერხა და ამსტერდამის აეროპორტში Boeing-ის ფრთებზე ავიდა და ლაინერს აკოცა.
ქალის ოცნებაა, რომ მალე შეყვარებულთან ერთად იცხოვროს და მასთან ერთად ანგარში დაიძინოს.