ავიაკომპანია Geosky Airlines-ს სატვირთო საჰაერო ფლოტს ახალი ბოინგ 767-300-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდი შეემატა.
კომპანიის ცნობით, ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ავიაკომპანიის ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერებისა და გლობალურად სანდო, ეფექტიანი და მაღალი ხარისხის საჰაერო ტვირთმომსახურების უზრუნველყოფის გზაზე.












