Georgian Wings-ის ავიაპარკი იზრდება, ავიაკომპანია მალე Boeing
737-300 მიიღებს და ფრენების არეალს გაზრდის

2023 წლის 30 ნოემბრამდე, Georgian Wings-ის ფლოტს კიდევ ერთი საჰაერო ხომალდი ემატება.

ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი ავია პარკს აფართოებს. რამდენიმე კვირაში ავიაკომპანია კიდევ ერთ თვითმფრინავს მიიღებს. საჰაერო ხომალდი Boeing 737-300, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნოემბრის ბოლომდე ჩამოვა, უკვე ავიაკომპანიის კორპორატიული ფერებით იქნება დაბრენდილი და 148 ეკონომ სავარძელს გააერთიანებს.

ახალი თვითმფრინავის დამატება Georgian Wings-ს საშუალებას აძლევს არსებული სიხშირეები გაზარდოს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულებები დაამატოს.

ახალი მიმართულებების დამატებაზე ავიაკომპანია ინტენსიურად მუშაობს და ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს ხანებში მიაწვდის.

Georgian Wings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა და ამ დროისათვის რეგულარულ ფრენებს ბათუმის და ბაქოს მიმართულებით ასრულებს. ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით რეისებს 2023 წლის ივლისის ბოლოდან, ხოლო ბაქოს მიმართულებით სექტემბრის დასაწყისიდან ახორციელებს.

ავიაკომპანია ზამთრის სანავიგაციო სეზონზე თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 9 სიხშირით, ხოლო თბილისი-ბაქო-თბილისის საჰაერო ხაზე კი კვირაში 5 სიხშირით ასრულებს.

Georgian Wings-ი ფრენის ახალი სიხშირეების და განრიგის გარდა მგზავრებს, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე განახლებულ სატარიფო პოლიტიკას სთავაზობს:

ავიაბილეთის სატარიფო პოლიტიკა

Fare Families:

Lite (RBD LL) – 5კგ ხელბარგი 0კგ რეგისტრირებული ბარგი

Standard (RBD SS) – 5კგ ხელბარგი 10კგ რეგისტრირებული ბარგი

Plus (RBD PP) – 7 კგ ხელბარგი 20კგ რეგისტრირებული ბარგი

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის ოფიციალური საიტის http://georgianwings.com-ის მეშვეობით, ასევე ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში.