ევროპის ჩემპიონატზე ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის Georgian Wings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ის ტიპის საჰაერო ხომალდით, 14-მდე ჩარტერულ ფრენას შეასრულებს.

ჩარტერული ავიარეისები საქართველოს მთავრობის მიერ  არის სუბსიდირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის.  ნაკრების თამაშებზე სუბსიდირებული ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ის პლათფორმის მეშვეობით განსაზღვრული წესების და პირობების შესაბამისად.

ბილეთის შეძენის წესები და პირობები:

  • ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.
  •  მგზავრი ვალდებულია წარადგინოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი შესაბამის აეროპორტში რეგისტრაციისას
  • მგზავრი ვალდებულია გამოცხადდეს სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე 3 საათით ადრე.
  • .შეძენილი ბილეთი დაბრუნება/გადაცვლას არ ექვემდებარება.

 

Georgian Wings-ი ევრო 2024-ის მატჩებზე მორგებულ ავიარეისებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან,  კიოლნის და ჰამბურგის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით განახორციელებს.