ქართული ავიაკომპანია Georgian Wings-ი ბორტგამცილებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. როგორც ავიაკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ბორტგამცილებლის ძირითადი ფუნქცია მოვალეობებია:

** უზრუნველყოს მგზავრთა ინფორმირება უსაფრთხოების ზომებისა და პროცედურების შესახებ მთელი ფრენის განმავლობაში;
** მგზავრებისთვის საჭირო მომსახურების გაწევა ფრენის განმავლობაში ავიაკომპანიის პროცედურების შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში მგზავრთა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა;

ხოლო ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** არ უნდა იყოს ნასამართლევი;
** ქართული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კანდიდატი მზად უნდა იყოს რომ გაიაროს სრული სავალდებულო სამედიცინო შემოწმება;
** უნდა შეძლოს ცურვის დროს მინიმუმ 25 მეტრიანი დისტანციის დაფარვა;
„Georgian Wings-ი აცხადებს ვაკანსიას ბორტგამცილებლის პოზიციაზე!
თუ გსურთ შემოუერთდეთ Georgian Wings-ის გუნდს, ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:
https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=570321
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
hr@airgeosky.ge
გისურვებთ წარმატებებს!“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ Georgian Wings-ი ამ დროისათვის ასრულებს როგორც ჩარტერულ, ისე რეგულურფრენებს.

Geosky -იმ (სამგზავრო მიმართულება Georgian Wings) მოიპოვა IOSA-ს (IATA OPERATIONAL SAFETY AUDIT – საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის უსაფრთხობის აუდიტი) წარმატებით დასრულების სერთიფიკატი.

2023 წლის მაისში ავიაკომპანიამ უმასპინძლა IATA-ს მიერ აღიარებულ აუდიტორთა გუნდს, შემოწმდა ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა მიმართულება და ორგანიზაციაში არსებული ყველა დეპარტამენტი. ავიაკომპანიის გუნდის დაუღალავი შრომისა და ორგანიზაციაში დანერგილი მაღალი სტანდარტების  საფუძველზე,  ავიაკომპანიამ წარმატებით გაიარა IATA-სსაექსპლუატაციო უსაფრთხოების აუდიტი (IOSA).

Geosky-სათვის ფრენების უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია. IOSA-ს სტანდარტებთან და სარეკომენდაციო პრაქტიკებთან შესაბამისობა კი ამის გარანტი.

საავიაციო სექტორში, IOSA სტანდარტებთად შესაბამისობა და სერტიფიცირება წარმოადგენს და ხაზს უსვამს ავიაკომპანიაში დანერგილ მაღალ სტანდარტებს, ხელს უწყობს საექსპლუატაციო და ფრენების არეალის გაზრდას, ავიაკომპანიისდამი ნდობასა და ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზარზე.

Geosky დაუღალავად განაგრძობს აღნიშნული ხარისხის შენარჩუნებასა და განვითარებას, რაც მომავალში აუცილებლად გაცილებით დიდი წარმატების მომტანი გახდება.

აღნიშნული სერთიფიკატი ხაზს უსვამს არა მხოლოდ ჩვენს მგზავრთა და ტვირთის უსაფრთხო გადაყვანა/გადაზიდვების ვალდებულებას, არამედ მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვას.

IOSA-ს პროგრამის წარმატებით გავლა ოპერატორს უხსნის გზას IATA-ს წევრობისაკენ. IATA-სწევრობა კი კიდევ ერთი წარმატება იქნება როგორც ჩვენი ავიაკომპანიის ასევე სრულიად საქართველოს ავიაციის სექტორისათვის.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ავიაკომპანიის გუნდის წევრებს და აფასებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეტანილ წვლილსა და თანადგომას ამ წარმატებაში.