18 დეკემბერს, ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი პანდემიის პირობებში, დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველ ავიარეისს შეასრულებს.
ავიარეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები, Georgian Bus და Omnibus Express მოემსახურებიან.
„გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენის საათი ემთხვევა გადაადგილების შეზღუდვის პერიოდს, რომელიც მოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ავტობუსები თბილისის, ქუთაისის და ბათუმისკენ მიმავალი მგზავრების მისამართებზე უფასოდ მიყვანას უზრუნველყოფენ.
მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსით მგზავრობისას მგზავრებმა თან იქონიონ ავიაბილეთები. ხოლო თუ მგზავრი ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ტრანსპორტით არ სარგებლობს, ერთჯერადი საშვისთვის უნდა მიმართოს მთავრობის ცხელ ხაზსს 144 (1)-ზე.
ასევე, კომპანია Omnibus Express-ის ბილეთებზე ვრცელდება 30%-იანი საახალწლო ფასდაკლება“,- განმარტებულია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბილეთების წინასწარ შეძენა შესაძლებელია ვებგვერდებზე: https://georgianbus.com/new/
http://omnibusexpress.ge/book.html
ხოლო ქუთაისის აეროპორტში ყოფნისას ბილეთების შეძენა მგზავრებს შეუძლიათ კომპანიების წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, საახალწლო პერიოდში, დორტმუნდი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია WIzz Air 3 რეისს განახორციელებს. რეისები 18, 25 დეკემბერს და 8 იანვარს შესრულდება.
18.12.2020 – მოფრენა 19:55 / გაფრენა 20:30
25.12.2020 – მოფრენა 18:25 / გაფრენა 19:00
08.01.2021 – მოფრენა 13:20 / გაფრენა 13:55
შეგახსენებთ, არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ შენობაში არ დაიშვებიან.