ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს მსოფლიოს უმსხვილესი ავიაკომპანიების სხვადასხვა მიმართულებებზე ავიაბილეთების რეალიზაცია შეუძლია. როგორც ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია განმარტავს, Georgian Airways-ს ზიარი კოდების (Codeshare agreement) გამოყენებაზე ხელშეკრულებები გააჩნია ისეთ მსხვილ ავიაკომპანიებთან, როგორებიცაა KLM-ი, Air France, Delta, Austrian Airlines-ი და Air Baltic Corporation-ი.

აღნიშნული ხელშეკრულებებით, ამავე ავიაკომპანიებს შეუძლიათ Georgian Airways-ს მიმართულებებზე გაყიდონ კომბინირებული ბილეთები.

Georgian Airways-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია მსოფლიოს წამყვან ავიაკომ­პანიებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება.

ამ დროისათვის Georgian Airways-ს ინტერლაინ ხელშეკრულებები 18 მსხვილ ავიაკომპანიასთან აქვს დადებული.

დღეისათვის, საავიაციო ბაზარზე Georgian Airways-ის პარტნიორები არიან ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: Aegean Airlines-ი, Air Astana, Air France, Delta, KLM-ი, Austrian Airlines-ი, Alitalia, Aeroflot-ი, S7, Transaero Airlines-ი, Ukraine International Airlines-ი, Utair-ი, AZAL-ი, Iran Air-ი, Olympic Air-ი, Hahn Air-ი და სხვა.

“ასეთი პარტნიორების არსებობა ჩვენი ავიაკომპანიის მომხმარებლებს უადვილებს მგზავრობას და მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დროულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირებაში ეხმარება”, აცხადებენ Georgian Airways-ში.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიებს რომელთაც ერთმანეთის ავიაბილეთების რეალიზაციაზე აქვთ დაშვება შესაძლებლობა ეძლევათ დადგენილ მარშრუტებზე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები განახორციელონ ერთობლივი მარკეტინგული შეთანხმებების, მათ შორის ე.წ. „ზიარი კოდების“ გამოყენებით.