სატვირთო რეისი თბილისიდან მილანის მიმართულებით ჩინეთის სამხრეთ პროვინცია ჰაინანის ქალაქ ჰაიკუს გავლით 8 ივლისს ამოქმედდა. ამის შესახებ ჰაინანის საინფორმაციო რესურსი Nanhaiwan იტყობინება.
აღნიშნულ მარშრუტზე ფრენებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ი ყველ სამშაბათს და კვირას განახორციელებს. ამ რეისებით ევროპიდან ჰაიკუმდე საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებული ტვირთის გადატანა მოხდება. ჰაიკუში თვითმფრინავები სხვადასხვა ჩინური ელექტრონული კომერციის პლატფორმებიდან შეძენილი ამანათებით დაიტვირთება.
ამჟამად, ჰაიკუ მეილანის აეროპორტი ემსახურება ექვს საერთაშორისო სატვირთო მარშრუტს, მათ შორის თბილისი – ჰაიკუ – მილანი, ჰაიკუ – პარიზი – ბურნმუთი (დიდი ბრიტანეთი), ჰაიკუ – ვენა – ბურნმუთი, ჰაიკუ – ბურნმუთი, ინჩეონი – ჰაიკუ – სინგაპური და ჰაიკუ – პარიზი.
2024 წლის იანვარ-ივნისისთვის, ჰაიკუს მეილანის აეროპორტის სატვირთო მიმოსვლამ სულ რაღაც 9,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 181%-ით აღემატება 2023 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.