ავიაკომპანია Georgian Airways-მა “ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის” მე-7 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებს საავიაციო სფეროსთან უშუალო შეხების შესაძლებლობა ჰქონდათ.

მოსწავლეებს ეკიპაჟის წევრები – მფრინავები და ბორტგამცილებლები შვილებთან ერთად დახვდნენ. ბავშვებმა დაათვალიერეს Georgian Airways-ის ერთ-ერთი ავიახომალდი “ბოინგ 737-800” , მოისმინეს ინფორმაცია მისი აგებულებისა და მართვის სისტემების შესახებ. საუბარი შეეხო ფრენის დროს უსაფრთხოების წესებს. მოსწავლეებმა უშუალოდ ეკიპაჟის წევრებისგან მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.

ღონისძიება Georgian Airways-მა გამართა ახალგაზრდების განათლებისა და საავიაციო სფეროს პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით.