ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ოქტომბრის დადასტურებული ფრენების განრიგს აქვეყნებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, Georgian Airways -ი ოქტომბერში თბილისიდან ფრენებს შეასრულებს პარიზის, ვენის, ბერლინის, ამსტერდამის, თელ ავივის და მინსკის მიმართულებით.

თბილისი-პარიზი-თბილისი: ყოველ პარასკევს.

თბილისი-ვენა-თბილისი: ყოველ ხუთშაბათს და კვირა.

თბილისი-ამსტერდამი-თბილისი: ყოველ ორშაბათს და შაბათს.

თბილისი-ბერლინი-თბილისი: ყოველ ოთხშაბათს.

თბილისი-თელ ავივი-თბილისი: ყოველდღე.

თბილისი-მინსკი-თბილისი: ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.