Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი განმარტავს მიზეზი ლონდონის აეროპორტის თავზე და მიმდებარედ მფრინავი „ამოუცნობი დრონები“ გახდა.

უნებართვოდ მფრინავი დრონების აღმოჩენის შემდეგ, ლონდონის აეროპორტი დაიხურა, შედეგად, Georgian Airways-ის თვითმფრინავმა გამოფრენა ვეღარ შეძლო.

გაიაშვილის განმარტებით, უშიშროების  სამსახური აეროპორტში ამ დრომდე მუშაობს, ლონდონი- თბილისის რეისი კი, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში შესრულდება.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევებში მგზავრებზე პასუხისმგებლობას აეროპორტის ადმინისტრაცია იღებს, რომელიც მგზავრების სასტუმროში განთავსებაზე იზრუნებდა. თუმცა მგზავრები ამბობენ, რომ ასეთი შეთავაზება არ მიუღიათ.