“ჯორჯიან ეარვეისმა“ ეკიპაჟის წევრების შვილებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკიპაჟის წევრების შვილებს უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა მშობლებთან – „ჯორჯიან ეარვეისის“ მფრინავებსა და ბორტგამცილებლებთან ერთად – დაათვალიერეს ავიახომალდები “ბოინგ 737-800” და “ბოინგ 767”, მიიღეს ინფორმაცია მათი აგებულებისა და მართვის სისტემების შესახებ.
ბავშვებმა ეკიპაჟის წევრებისგან მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და მოისმინეს ფრენების შესახებ საინტერესო ისტორიები.