„საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციას (GBTA) და ავიაკომპანია Georgian Airways-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი​ GBTA-ს პრეზიდენტმა ამირან ივანიძემ და ავიაკომპანია Georgian Airways-ის კომერციული დირექტორის მოადგილემ თამუნა თანდაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს სტრატეგიულად მნიშნელოვანი მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარებას და საქმიანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას კონკრეტულ სამიზნე ბაზრებზე. ჩვენი მიზანია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვის ევროპის ბაზარზე, საიდანაც საქართველოში ტურისტების შემოდინება დაბალია, პოტენციალი კი დიდი.

აღნიშნული მემორანდუმის გაფორმებით GBTA ხელს შეუწყობს კერძო ბიზნესის გაერთიანებას საერთო მიზნებით და ამოცანებით.