ავიაკომპანია Georgian Airways-მა, რომელიც რეგულარული ფრენების აღდგენას 2 ივლისიდან გეგმავს, საზაფხული ფრენების განხიგში ცვლილება შეიტანა, წერს Routes Online. პორტალის ცნობით, 15 ივნისისთვის არსებული მდგომარეობით, გეგმა ასეთია:
ბათუმი-თელ-ავივი, 2 ივლისიდან, კვირაში ორი სიხშირე.
თბილისი-ამსტერდამი, 6 ივლისიდან, კვირაში ორი სიხშირე (22 ივლისიდან – სამი სიხშირე).
თბილისი-ბარსელონა, 5 ივლისიდან, კვირაში ერთი სიხშირე.
თბილისი-ბერლინი, 3 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირე.
თბილისი-ბრიუსელი, 2 ივლისიდან, კვირაში ორი სიხშირე (14 ივლისიდან 30 აგვისტომდე – სამი სიხშირე).
თბილისი-პარიზი, 3 ივლისიდან, კვირაში ორი სიხშირე.
თბილისი-თელ-ავივი, 2 ივლისიდან, კვირაში 13 სიხშირე.
თბილისი-ვენა, 2 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირე.
დღევანდელი მონაცემებით, ავიაკომპანიამ ზაფხულის განრიგიდან თბილისი-კიევისა და თბილისი-ლონდონის ფრენები ამოიღო. “ამასთან, განრიგში შესაძლოა, ცვლილება შევიდეს – სხვადასხვა სამოგზაურო შეზღუდვის გათვალისწინებით”, – წერს Routes Online.