Georgian Airways-ის თბილისი-ათენი-თბლისის სპეცრესზე, რომელითაც სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები უნდა ჩამოიყვანონ, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიერ ნაჩუქარი ხატი ააბრძანეს. 

“დღეს 7 აპრილს, ხარება დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ Georgian Airways-ის სახელზე კურთხეული და კომპანიისათვის ნაჩუქარი ხატი აბრძანდა ჩვენს ბოინგ 737-800-ის ბორტზე. პატრიარქის ნაჩუქარი ხატი დღეს დილით 9:00 საათზე სპეც რეისით გაფრინდა თბილისი – ათენი – თბილისის მიმართულებით და დაიცავს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან დაბრუნებას სამშობლოში. ეს ხატი იქნება ყველა სპეც რეისზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში”, წერს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია სოციალურ ქსელში და შესაბამის ფოტო და ვიდეო მასალასაც ავრცელებს.  

https://www.facebook.com/roman.bokeria.7/posts/1295480397322829