ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი სექტემბერში ჩარტერულ ავიარეისებს ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და პარიზის მიმართულებით განახორციელებს. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ჩარტერული ფრენების შესრულებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

1 სექტემბერი, თბილისი-პარიზი-თბილისი (გაფრენა 08:15 , მოფრენა 19:00)

2 სექტემბერი, თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (გაფრენა 10:10, მოფრენა 21:15);

3 სექტემბერი, თბილისი-ვენა-თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);

4 სექტემბერი, თბილისი-ბერლინი-თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);

5 სექტემბერი, თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

7 სექტემბერი, თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);

11 სექტემბერი, თბილისი-ბერლინი-თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);

12 სექტემბერი, თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

13 სექტემბერი, თბილისი-ვენა-თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);

14 სექტემბერი, თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);

15 სექტემბერი, თბილისი-პარიზი-თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);

19 სექტემბერი, თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

21 სექტემბერი, თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);

22 სექტემბერი, თბილისი-პარიზი-თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);

26 სექტემბერი, თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

28 სექტემბერი, თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);

ავიარეისები Boeing B737-800 და Embraer E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 27 აგვისტოს მიენიჭა.