Georgian Airways-ის პილოტები წელიწადში 2-ჯერ გადიან გადამზადებას ამსტერდამსა და პარიზში, “Boieng 737” და “Boieng 767” ტიპის თვითმფრინავების სიმულატორებზე.
Georgian Airways-ის ინფორმაციით, თითოეული გადამზადების პროცესი მოიცავს 2 სესიას: OPC (Operator Proficiency Checks) და LPC (License Proficiency Check). თითოეული სესია გრძელდება 4 საათის განმავლობაში.
თავდაპირველად, მფრინავები ითვისებენ თეორიულ კურსს ცოდნის განახლების მიზნით. თეორიული კურსის შემდეგ, იწყება პრაქტიკული ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ფრენის დროს ყველა შესაძლო სიტუაციის სიმულირება ხდება.
4 საათინი სესიის ფარგლებში, 2 საათის განმავლობაში პილოტი ფრენას ასრულებს (pilot flying), ხოლო დარჩენილი 2 საათი ეთმობა ფრენის მონიტორინგს (Pilot Monitoring). მნიშვნელოვანია, რომ კურსის შედეგად, პილოტმა აიმაღლოს როგორც ფრენის შესრულების უნარ-ჩვევები, ასევე ფრენის პროცესში სხვადასხვა დეტალებზე ზედამხედველობის უნარი.