ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის მგზავრთნაკადი 226%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც AviaNews-ს Georgian Airways-ში განუცხადეს, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ავიაკომპანია 69 481 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში რეგულარული რეისებით 21 302 მგზავრი გადაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის იანვარ-თებერვალში კომპანია 4 მიმართულებებზე ასრულებდა ფრენებს, 2024 წლის ორი თვის მონაცემებით კი ეს მიმართულებები საკმაოდ გაზრდილია და ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ავიაკომპანია ახალ მიმართულებებს კიდევ დაამატებს.
კომპანიის ცნობით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში Georgian Airways-ი ოპერირებდა თელ ავივის, ამსტერდამის, ვენის და პარიზის მიმართულებით. ხოლო დღეისათვის ავიაკომპანია უკვე ასრულებს რეგულარულ ფრენებს ლარნაკის, ვენას, ბერლინის, მიუნხენის, ნიცას, პარიზის, მილანის, ამსტერდამის, ერევნის, მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით.
საგულისხმოა ისიც, რომ Georgian Airways-ი ღაზას სექტორში განვითარებული მოვლენების გამო, 2023 წლის ბოლოდან რეგულარულ რეისებს აღარ ახორციელებს თელ ავიავის მიმართულებით. ავიაკომპანია ერთ-ერთი ბოლო იყო, რომელმაც თელ ავივის მიმართულებით ფრენები გააჩერა.