ავიაკომპანია Georgian Airways-ი ველნესის პროგრამაში ერთვება და ამიერიდან ავიაკომპანიის ბორტებზე ი ველნესი ჯგუფის წარმომადგენელი იქნება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მგზავრებმა და აგენტებმა IATA-ს მიერ გაცემული რეგულაციები შეასრულონ.

“ძვირფასო მგზავრებო, მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ჩვენმა მგზავრებმა, ფრენის დროს, თავი მაქსიმალურად უსაფრთხოდ და მშვიდად იგრძნონ. წარმოგიდგენთ Georgian Airways-ის ველნესის პროგრამას.

როგორც ამ პროგრამის ნაწილი, ყველა რეისზე იქნება ჩვენი ველნესი ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მგზავრებმა და აგენტებმა შეასრულონ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მიერ გაცემული რეგულაციები.

ფრენის დროს, ჩვენი ველნეს ჯგუფის წარმომადგენელი დაგეხმარებათ და მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმების დაცვის შესახებ.

ეკიპაჟის და ჩვენი ველნესის ჯგუფის მიერ რეკომენდებული ზომების შესაბამისად, გარანტირებული გექნებათ სასიამოვნო მოგზაურობა და დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ ჩასვლა.

როგორც IATA-ს რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი ევროპაში რაფაელ შვარცმანი აცხადებს, ახალი რეგულაციების შესრულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ე.წ. საკარანტინე პერიოდის გავლა”, აღნიშნულია Georgian Airways-ის განცხადებაში.