2019 წლიდან ავიაკომპანია Georgian Airways-ს კიდევ ერთი ხომალდი შეემატება.

Georgian Airways-ის ინფორმაციით, კომპანიის მოწვევით საქართველოში ემბრაერის ტიპის უახლესი თვითმფრინავი, The “Shark” E190-E2 ჩამოვა.

თვითმფრინავის პრეზენტაცია 17 სექტემბერს, 10:30 საათზე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება, ასევე  მოეწყობა საჩვენებელი ფრენა.

The “Shark” E190-E2 “ჯორჯიან ეარვეისის” საჰაერო ფლოტს 2019 წლიდან შეემატება.

კომპანიის ინფორმაციით, 2000 წლიდან Georgian Airways-მა საბჭოური თვითმფრინავებით დაკომპლექტებული ავიაპარკის განახლება დაიწყო და დღეს მის რეისებს  BOEING-ის, Embraer-ისა და CRJ-ის ტიპის ავიალაინერები ასრულებენ. ისინი აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო სისტემებით და კომფორტული სალონებით, რაც მგზავრთა უსაფრთხო, შეუფერხებელ და კომფორტულ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

სამი BOEING 737-700  სავარძლების საერთო რაოდენობით 132, მათ შორის, 12 ბიზნესკლასის და 120 ეკონომკლასის;

ერთი CRJ 200  სავარძლების საერთო რაოდენობით 50, მათ შორის,  6 ბიზნესკლასის და  44 ეკონომკლასის;

სამი Embraer 190 – სავარძლების საერთო რაოდენობით 97, მათ შორის, 9 ბიზნესკლასის და 88 ეკონომკლასის.

Boeing 737

სამი Boeing 737-700 – სავარძლების საერთო რაოდენობა – 132, მათ შორის 12 ბიზნეს კლასის და 120 ეკონომ კლასი.

Embraer 190

სამი EMBRAER 190 – სავარძლების საერთო რაოდენობა – 97, მათ შორის 9 ბიზნესკლასის და 88 ეკონომ კლასი.

რეაქტიული თვითმფრინავები

ერთი CRJ 200 – სავარძლების საერთო რაოდენობით – 50, მათ შორის 6 ბიზნეს კლასისდა 44 ეკონომ კლასი.