2019 წლიდან ავიაკომპანია Georgian Airways-ს კიდევ ერთი ხომალდი შეემატება.
Georgian Airways-ის ინფორმაციით, კომპანიის მოწვევით საქართველოში ემბრაერის ტიპის უახლესი თვითმფრინავი, The “Shark” E190-E2 ჩამოვა.
თვითმფრინავის პრეზენტაცია 17 სექტემბერს, 10:30 საათზე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება, ასევე მოეწყობა საჩვენებელი ფრენა.
The “Shark” E190-E2 “ჯორჯიან ეარვეისის” საჰაერო ფლოტს 2019 წლიდან შეემატება.
კომპანიის ინფორმაციით, 2000 წლიდან Georgian Airways-მა საბჭოური თვითმფრინავებით დაკომპლექტებული ავიაპარკის განახლება დაიწყო და დღეს მის რეისებს BOEING-ის, Embraer-ისა და CRJ-ის ტიპის ავიალაინერები ასრულებენ. ისინი აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო სისტემებით და კომფორტული სალონებით, რაც მგზავრთა უსაფრთხო, შეუფერხებელ და კომფორტულ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
სამი BOEING 737-700 სავარძლების საერთო რაოდენობით 132, მათ შორის, 12 ბიზნესკლასის და 120 ეკონომკლასის;
ერთი CRJ 200 სავარძლების საერთო რაოდენობით 50, მათ შორის, 6 ბიზნესკლასის და 44 ეკონომკლასის;
სამი Embraer 190 – სავარძლების საერთო რაოდენობით 97, მათ შორის, 9 ბიზნესკლასის და 88 ეკონომკლასის.
სამი Boeing 737-700 – სავარძლების საერთო რაოდენობა – 132, მათ შორის 12 ბიზნეს კლასის და 120 ეკონომ კლასი.
სამი EMBRAER 190 – სავარძლების საერთო რაოდენობა – 97, მათ შორის 9 ბიზნესკლასის და 88 ეკონომ კლასი.
ერთი CRJ 200 – სავარძლების საერთო რაოდენობით – 50, მათ შორის 6 ბიზნეს კლასისდა 44 ეკონომ კლასი.