Georgian Airways-ი მსოფლიოს წამყვანი ავია პროვაიდერის, Airlineratings.com-ის, უსაფრთხოების რეიტინგში მაქსიმალური 7-დან 7 ქულა მიიღო. ეს უმაღლესი შეფასება ავიაკომპანიის მაღალი პროფესიული სტანდარტების და უსაფრთხოების პრინციპების უპირობო დაცვის დასტურია.
საქართველოს ეროვნული ავიაკომპანია Georgian Airways მგზავრებს სთავაზობს უსაფრთხო და პირდაპირ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან (TBS) ევროპის პოპულარულ მიმართულებებზე.
ავიაკომპანიამ Airlineratings.com-ისგან უსაფრთხოებისთვის 7-დან 7 ქულა მოიპოვა.
ავიაბილეთის სტანდარტული ტარიფი მოიცავს ჩასაბარებელ ბარგსაც, რაც დამატებით ხარჯებს გამორიცხავს.
Georgian Airways-ი პირდაპირ ფრენებს შემდეგ ევროპულ ქალაქებში ასრულებს:
-
პარიზი
-
ვენა
-
ამსტერდამი
-
რომი
-
მილანი
-
ბოლონია (ფორლი)
-
ნიცა
-
ბერლინი
-
ლარნაკა
ბილეთების დასაჯავშნად მგზავრებს შეუძლიათ ეწვიონ ავიაკომპანიის ვებსაიტს [www.georgian-airways.com], გამოიყენონ მობილური აპლიკაცია, ან მიმართონ გაყიდვების ოფისებს/ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს.












