ავიაკომპანია Georgian Airways-ი საქართველოდან ნიდერლანდების მიმართულებით სიხშირეებს ზრდის. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, 31 ივლისიდან  Georgian Airways-ი ამსტერდამის მიმართულებით მესამე სიხშირეს ამატებს. თბილისი-ამსტერდამი-თბილისის საჰაერო ხაზზე Georgian Airways-ი პირდაპირ ავიარეისებს ყოველ ორშაბათს, ოთშაბათს და შაბათს განახორციელებს.

Georgian Airways-ის ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ავიაკომპანიის ვებგვერდზე: www.ga.ge