თბილისსა და უფას შორის პირდაპირი ავიარეისების განხორციელებას Georgian Airways-ი გეგმავს. UfacityNews-ის ინფორმაციით, აღნიშნულ მარშრუტზე Georgian Airways-ი პირველ რეგულარულ რეისს 2019 წლის 4 აპრილს განახორციელებს. ავიაკომპანია რეისებს Embraer 190-ით განახორციელებს და თბილისიდან უფას მიმართულებით ფრენებს კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს.

ქალაქებს შორის ფრენის ხანგრძლივობა 2.5 საათს შეადგენს. ავიაბილეთის ფასი (ერთი გზა) კი 95 ევროდანაა (გადასახადების გარეშე).