საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი ახალი რეისები შემდეგი მიმართულებით:
?24 აპრილი – ბარსელონა-თბილისი
?27 აპრილი – ვარშავა-თბილისი
5 აპრილს ასევე გამოცხადდა დამატებითი რეისები:
?16 აპრილი – პარიზი-თბილისი
?18 აპრილი – თელავივი-თბილისი
?21 აპრილი – რომი-თბილისი
?აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია Georgian Airways-ი. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.
მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.
✔️საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება:
?7 აპრილი – ათენი-თბილისი
?10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი
?12 აპრილი – ბერლინი-თბილისი
?14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი
მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.