ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი რეგულარულ ფრენებს 1-ელი ივლისიდან განაახლებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ავიაკომპანიამ უკვე გაავრცელა და მგზავრებს, რომელთაც მაის-ივნისზე აქვთ ბილეთები შეძენილი, უფასო გადაჯავშნის სერვისი შესთავაზა.
“1-ელი ივლისიდან Georgian Airways-ი რეგულარულ ფრენებს იწყებს! გუშინ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააანონსა რეგულარული რეისების აკრძალვის შესახებ, რომელიც 30 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს. მგზავრებს, რომელთაც აქვთ მაისი/ივნისის ბილეთები, შეუძლიათ უფასოდ გადაჯავშნონ, სხვა ალტერნატიულ თარიღებზე. მოუთმენლად გელით ბორტზე!”, აღნიშნულია Georgian Airways-ის განცხადებაში.