ავიაკომპანია Georgian Airways-ი ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. როგორც ავიაკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული ქოლ-ცენტრის ოპერატორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
ავიაკომპანიის მომხმარებელთა სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურება;
გამავალი და შემომავალი ზარების განხორციელება;
ავიაკომპანიის სხვადასხვა საოპერაციო ფუნქციების შესრულება:
ფიზიკური პირების, კორპორატიული მომხმარებლების, მგზავრების მომსახურების, ავიაბიალეთების შესყიდვის, ავიარეისების განხორციელებისა და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ა.შ
ავიაკომპანიის მომხმარებლებთან ელექტრონული კორესპონდენციის ოპერატიული და კვალიფიციური განხორციელება.
„საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
სამივე ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
იტალიური, გერმანული, ესპანური და ფრანგული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office, Outlook)
სასურველია ავიაციის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა;
სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@georgian-airways.com არაუგვიანეს 2025 წლის 06 მარტისა, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
“ჯორჯიან ეარვეისი” გისურვებთ წარმატებებს“, – აღნიშნულია Georgian Airways-ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორაციაში.