უკრაინის უმსხვილესმა აეროპორტმა პუნქტუალური ავიაკომპანების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ოქტომბერში განხორციელებულ რეისებზეა დამყარებული. აეროპორტის ინფორმაციით, ოქტომბერში რეისები 100%-იანი სიზუსტით განახორციელეს ავიაკომპანიებმა: Swiss-მა და Scandinavian Airlines-მა.
რაც შეეხება ავიაკომპანიებს: Qatar Airways-ს, Austrian Airlines-ს, Turkish Airlines-ს, KLM-ს, Air Baltic-ს, Ryanair-სა და Ellinair-ს რეისების 90%-ი აქვს დროის სრული დაცვით განხორციელებული.
ხოლო პუნქტუალურობის 70-90%-იან დიაპაზონში მოხვდა ავიაკომპანიების: Lufthansa, Air France, Brussels Airlines, Pegasus Airlines, LOT, Czech Airlines, Aegean Airlines, FlyUIA, Belavia, Air Astana, SkyUP, Wind Rose, Air Malta, Laudamotion, Air Arabia, Flydubai, Air Serbia, Azur Air, Georgian Airways-ი და Bukovina.
ოქტომბერში რეისები 50-70%-იანი პუნქტუალურობით შეასრულეს: El Al-მა, Iraqi Airways-მა და Bravi-მ.
ოქტომბერში 50%-ზე ნაკლები პუნქტუალობით ოპერირება განახორციელა ავიაკომპანია YANAIR-მა.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში რეისები 100%-იანი პუნქტუალობით განახორციელა Georgian Airways-მა, Aegean Airlines-მა და Iraqi Airways-მა.