ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ნიცას მიმართულებით ფრენებს განახორციელებს.
როგორც ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის შემდეგ კომპანიამ ნიცას მიმართულებით ზამთარში ოპერირების გადაწყვეტილება მიიღო.
„გაცნობებთ, რომ ნიცას მიმართულებით, ფრენები გაგრძელდება ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს.
ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებსაიტს“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.