ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Armenia Aircompany -ი ERA-ს წევრები გახდნენ. როგორც Georgian Airways-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ERA დღეისათვის 50-ზე მეტ ავიაკომპანიას და 150-ზე მეტ საავიაციო ინდუსტრიის ასოცირებულ წევრს აერთიანებს.
“Georgian Airways-ი და ჩვენი პარტნიორი კომპანია Armenia Aircompany -ი გახდნენ საავიაციო ინდუსტრიის მძლავრი ასოციაციის – სახელწოდებით ERA-ს ნაწილი. კრიზისის დროს, ჩვენ გვჭირდება, რომ ერთად გავძლიერდეთ და გვჯეროდეს გამარჯვების. ერთად უფრო ძლიერები ვართ. ERA წარმოადგენს 50-ზე მეტ ავიაკომპანიას და 150-ზე მეტ საავიაციო ინდუსტრიის ასოცირებულ წევრს, მათ შორის აეროპორტების, მწარმოებლების და საავიაციო მომწოდებლების ჩათვლით, და ჩვენ ველოდებით, რომ ვიმუშავებთ ამ სექტორში ჩვენს კოლეგებთან ერთად. ERA ავიაციის ინდუსტრიაში კარგად ცნობილი და პატივსაცემი ფიგურაა და ის წარმოადგენს წევრების შეხედულებებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და კომიტეტებში, მათ შორის ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო, ევროკონტროლი, ევროკომისია, ევროპარლამენტი და SESAR”, აღნიშნულია განცხადებაში.