ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბორტგამცილებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. ძირითადი მოთხოვნა: ასაკი 18 წლიდან 25 წლამდე, ხოლო სიმაღლე: 160 სმ-დან
„კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება); სამივე ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დეტალებზე ორიენტირებული; კანდიდატი უნდა იყოს კომუნიკაბელური და შეეძლოს გუნდში მარტივად ადაპტირება;
კანდიდატს უნდა ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@georgian-airways.com არაუგვიანეს 2024 წლის 30 ნოემბრისა.
გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება. დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან“, – აღნიშნულია Georgian Airways-ის განცხადებაში.