ავიაკომპანია Georgian Airways ბორტგამცილებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. კომპანიის ცნობით, აღნიშნული ვაკანიისთვის ძირითადი მოთხოვნა არის: ასაკი 18 წლიდან 25 წლამდე, ხოლო სიმაღლე: 160  სმ-დან.

„კანდიდატის  საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა(წერა, კითხვა, მეტყველება); 
სამივე  ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
 ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დეტალებზე ორიენტირებული;
 კანდიდატი უნდა იყოს კომუნიკაბელური და შეეძლოს გუნდში მარტივად ადაპტირება;

კანდიდატს უნდა ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კონკურსის  ეტაპები:

1. განცხადებების გადარჩევა;

2. გასაუბრება  ბორტგამყოლთა სამსახურის უფროსთან;

3. გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:  hr@georgian-airways.com, არაუგვიანეს 2024 წლის 25 დეკემბრისა.

გთხოვთ, მეილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “ბორტგამცილებელი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

 დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცალებულ ინფორმაციაში.